|
2017-04-03 19:04:55, 2019 ნახვა
პოლიტიკა
დოლიძე: საქართველო-ნატოს ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, დღეს საქართველო-ნატოს ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზეა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს დაახლოება ნატო-ს სტანდარტებთან ყოველდღიურად ვითარდება. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკულ სტრუქტურებში სრულფასოვან ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს. "ყველანაირი გადამეტების გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს საქართველო-ნატოს ურთიერთობები განსხვავებულ, თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა, რომელიც ასახულია იგივე ერთობლივი წვრთნის დაარსებაში საქართველოში, მათ შორის, ნატო-საქართველოს პაკეტის განხორციელებაში, რომელიც უელსში იქნა მიღებული და ძალიან მრავლისმომცვლელია. ჩვენი თავსებადობა, ჩვენი დაახლოება ნატოს სტანდარტებთან ყოველდღიურად ვითარდება. ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ, ასე გავაგრძელოთ მუშაობა. ვფიქრობთ, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის საწინდარი", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ თბილისის საკრებულოში, სადაც ნატო-ს დღეეების ფარგლებში ღონისძიება მიმდინარეობს.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)