სანკტ-პეტერბურგში აფეთქება ორ მეტროსადგურს შოორის მოხდა, - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ მეტროსადგურებს - "ტექნოლოგიური ინსტიტუტი" და "სენის მოედანი" მოხდა.
სანქტ-პეტერბურგში მეტროსადგურის აფეთქებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე გამოეხმაურა. პუტინის განცხადებით აფეთქებასთან დაკავშირებიტ განიხილავს ყველა ვერსიას, მათ შორის ტერაქტს.
შეგახსენებთ, რომ სანქტ-პეტერბურგში მეტროსადგურში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. დაშავებულტა შორის არიან ბავშვები. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More