15:51 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 11:18:05, 2103 ნახვა

ეკონომიკა
მარტში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,5% შეადგინა

2017 წლის მარტში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 5,4 პროცენტით განისაზღვრა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,1 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,33 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-8,5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-2,0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-0,5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (2,0 პროცენტი), აგრეთვე ზეთსა და ცხიმზე (1,4 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,5 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,13 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები შემცირდა ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (-1,7 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 1,3 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,09 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (1,8 პროცენტი), ასევე თამბაქოს ნაწარმზე (0,7 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 18,7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 2,26 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (27,4 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4,6 პროცენტი); მოცემულ პერიოდში ფასების 5,4 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რაც 1,62 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

ფასები გაიზარდა შაქარზე, ჯემზე და სხვა ტკბილეულზე (13,6 პროცენტი), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (8,1 პროცენტი), ზეთსა და ცხიმზე (7,8 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (6,1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-4,5 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 16,0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,03 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (33,1 პროცენტი).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics