|
2017-04-01 14:39:39, 2259 ნახვა
მსოფლიო
მოსულის გათავისუფლების ოპერაცია - ISIS-ი მოსახლეობას ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობას არ აძლევს
ერაყელი ძალოვნები ქალაქ მოსულის მკვიდრებს კორიდორებს სთავაზობენ, თუმცა "ისლამური სახელმწიფოს" წევრები მათ ქალაქიდან გაქცევის დროს ზურგში ესვრიან, - ამის შესახებ ერაყის ფედერალური პოლიციის ბრიგადის გენერალმა შაკელ ალ ჰავაჯიმ განაცხადა. ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" ავრცელებს. "ჩვენ გვაქვს უსაფრთხო გასასვლელები, რომლის შესახებაც ინფორმაცია მშვიდობიან მოსახლეობას მივაწოდეთ. კორიდორების მეშვეობით ქალაქიდან ხალხი გაგვყავს. თუმცა რაიონებიდან, რომლებსაც "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს, ხალხის გამოყვანა ფიზიკურად ვერ ხერხდება. გამოსულ ხალხს, უბრალოდ ზურგში ესვრიან", - აცხადებს გენერალი. ერაყის არმია და ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით შექმნილი კოალიცია მოსულის გათავისუფლების ოპერაციებს 2016 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს. აღნიშნული ოპერაციის შედეგად ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილის გათავისუფლება მოხდა. მიმდინარე წლის თებერვალში ქვეყნის პრემიერმა ხაიდერ ალ აბადიმ დასავლეთ ტერიტორიების გათავისუფლების თაობაზე ოპერაციის დაწყება დააანონსა. 24 თებერვალს ერაყის სამთავრობო ძალებმა მოსულში სამხედრო ბაზა დაიბრუნეს და დასახლებული პუნქტების ტერიტორიაზე შესვლა შეძლეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)