03:47 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 18:17:42, 919 ნახვა

სამხედრო
ქართველი სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად მიემგზავრებიან

I ქვეითი ბრიგადის 12-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის გაძლიერებული ასეული ავღანეთში მიემგზავრება. სამშვიდობო მისიაში გაცილების ცერემონიალი დღეს მცხეთაში 12-ე ბატალიონის დილოკაციის ადგილას გაიმართა. საზეიმო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

გაცილების ცერემონიალს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე, აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

პოლკოვნიკმა ზაზა ჩხაიძემ ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულება უსურვა. ღონისძიების დასასრულს კი I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირადი შემადგენლობა ბრიგადის სამხედრო კაპელანმა მამა მოსემ დალოცა. ქართული ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალს სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. I ქვეითი ბრიგადის 12-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეული ავღანეთში ამავე ბრიგადის 11-ე ბატალიონის ასეულს ჩაანაცვლებს და და ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ბაზაზე ცენტრალური სარდლობის დაცვას 7 თვის განმავლობაში უზრუნველყოფს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics