|
2017-03-31 17:09:01, 1755 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 15.5 მილიარდი დოლარი შეადგინა
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 15.5 მილიარდი აშშ დოლარი (41.0 მილიარდი ლარი) შეადგინა, რაც 2016 წლის მშპ-ს 108.2%-ია. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის ცნობით, 2016 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 149.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული და სხვა ცვლილებების გამო 496.2 მლნ აშშ დოლარით და 37.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასისა და საკურსო ცვლილებების გამო შესაბამისად 45.7 და 338.7 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. „სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 6.6 მლრდ აშშ დოლარი (17.5 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 46.1 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.7 მლრდ აშშ დოლარი (12.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.6 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 200.3 მლნ აშშ დოლარი (530.1 მლნ ლარი; მშპ-ს 1.4 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 871.8 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.1 პროცენტი) და 855.9 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.0 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.1 მლრდ აშშ დოლარი (8.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 21.9 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.1 მლრდ აშშ დოლარი (13.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 35.7 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.4 მლრდ აშშ დოლარი (6.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 16.5 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 93.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 9.5 მლრდ აშშ დოლარი (25.1 მლრდ ლარი) შეადგინა, 2016 წლის წლიური მშპ-ს 66.1 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.8 მლრდ აშშ დოლარია (10.1 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 26.6 პროცენტია. 2016 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 10.5 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 2.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და საკურსო ცვლილებების გამო კლებამ 7.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წლის მეოთხე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 200.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 193.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)