21:20 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 11:31:29, 2483 ნახვა

სამართალი
სასამართლომ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კერძოდ, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებასა და  უკანონო მითვისების ფაქტებზე ბრალდებულები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ემუხლის II ნაწილის „ა" და III ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (მიწების ეპიზოდი - 2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედირედაქციით),  182-ე მუხლის II ნაწილის „ა" და III ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (ე.წ. „წილების" ეპიზოდი),  180-ე მუხლისII ნაწილის „ა" და III ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით („ცენტრ-პოინტი ინვესტის" ეპიზოდი), 180-ე მუხლის II ნაწილის „ა"და III ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით („ცენტრ-პოინტი კრწანისის" ეპიზოდი), 182-ე მუხლის II ნაწილის „ა" და III ნაწილის„ბ" ქვეპუნქტებით (შპს „მზიური ველის" ეპიზოდი), ხოლო საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის II ნაწილის „ა" და IIIნაწილის „გ" ქვეპუნქტებით (შპს „მზიური ველის" ეპიზოდი) გათვალისწინებულ ეპიზოდში ბრალდებულების მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი.

გამოძიების ინფორმაციით, ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ის წევრების მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხების უკანონო დასაკუთრების სხვადასხვა დანაშაულებრივ სქემებში იმხილებიან „ცენტრ პოინტ ჯგუფი“-ს დამფუძნებელი, 50% წილის მფლობელი რუსუდან კერვალიშვილი, „ცენტრ პოინტ ჯგუფი“-ს დამფუძნებელი, 50% წილის მფლობელი მაია რჩეულიშვილი და (კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელი, 33% წილის მფლობელი ივანე ცაგურია.

ჯამში, სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, „ამხანაგობა 88“-ის მენაშენეთა მიერ გადახდილი თანხებიდან, რაც  განკუთვნლი იყო ამხანაგობის ბინათმშენებლობისათვის (რომელიც უნდა დასრულებულიყო  2007 წელს), მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა უკანონოდ, სხვადახვა გზებით მიისაკუთრეს 11 მილიონზე მეტი ლარი, რის გამოც შეუძლებელი გახდა ამხანაგობის წევრთათვის განკუთვნილი სახლის მშენებლობა.

გამოძიების მოთხოვნით დაყადაღებულია „ცენტრ პოინტი ჯგუფი“-ს და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების და კომპანიების არაერთი უძრავი ქონება, ასევე შპს „დექსუსი“-ს და მასთან დაკავშირებული კომპანიის შპს „ალიანს კაპიტალი“-ს საკუთრებაში რიცხული არაერთი უძრავი ქონება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics