|
2017-03-31 10:25:50, 1733 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი კახა კახიშვილს მადლობას უხდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავებისთვის მადლობას უხდის. როგორც მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ცვლილებათა პაკეტს სამინისტროს მუშაობაში თვისობრივი ცვლილებები შეაქვს და მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ ამ მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების შესახებ მაქსიმალურად მეტი იცოდეს. „ეს რეფორმები არის სწორედ ერთ-ერთი ის მიმართულება, რითაც ჩვენმა მთავრობამ ნამდვილად უნდა იამაყოს და მინდა მადლობა გადაგიხადოთ. გარკვეულწილად, საქართველოს სახეა ის, როგორ ექცევიან ქვეყანაში თავისუფლებააღკვეთილ ადამიანებს. ეს არის უდიდესი ცვლილება, რომელიც 2012 წლის არჩევნებმა მოიტანა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს მიმართა, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, მოსახლეობას მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს. პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „პატიმრობის კოდექსსა“ და თანმდევ კანონებში - 20 საკანონმდებლო აქტში ცვლილებებს ითვალისწინებს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებები სასჯელაღსრულების სფეროში არაერთი უპრეცენდენტო სიახლის დანერგვას ითვალისწინებს. ცვლილებათა პაკეტი ბოლო წლებში დაწყებული სისტემური რეფორმების გაგრძელებაა და მისი მიზანია პენიტენციური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოება, ადამიანის უფლებათა და სარეჟიმო პირობების დაცვის უზრუნველყოფა, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)