31 მარტს, 09:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის.: ინგოროყვას ქ. #7
31 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი დისკუსიას გამართავს.
თემა: „2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა“.
ნინო დოლიძე - 577 720 730
მარი ვერულაშვილი - 568 625052
31 მარტს, 10:30 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
31 მარტს, 10:30 საათზე, საქართველო-კავკასიის სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის, NATO-ს სამეკავშირეო ოფისისა და ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერით მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართება.
თემა: "მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში 2017: გამოწვევები და შესაძლებლობები".
მის: წინამძღვრიშვილის ქ. #162
31 მარტს, 11:00 საათზე, ორგანიზაციები ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ანგარიშების პრეზენტაციებს გამართავენ.
თემები: ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებები (HRC) და უმცირესობათა უფლებების გაუმჯობესება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით (GDI).
მის.: რუსთაველის გამზირი #13, სასტუმრო „თბილისი მარიოტი", „თამარ მეფის დარბაზი"
31 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირსა და "კლინიკა ვაკეში"-ს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი - "ჯანმრთელი მძღოლი უსაფრთხო მგზავრობის გარანტი".
მის: ერისთავის ქ. #3, "კლინიკა ვაკეში"
31 მარტს, 11:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კვიტაიშვილი განათლების სამინისტროს წინ, პრესკონფერენციას გამართავს.
31 მარტს, 11:15 საათზე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი ნინო გოგუაძე ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ქეით პენტუს-როსიმანუს შეხვდება.
მის: თბილისი, C კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი N422
31 მარტს, 12:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახაბერ კუჭავას შეხვედრა ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ქეით პენტუს-როსიმანუსთან.
მის: თბილისი, C კორპუსი, მე-5 სართული, ოთახი N518
31 მარტს, 13:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმარტება.
მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
31 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის განსაზღვრის მოთხოვნით შეხვედრა გაიამართება.
31 მარტს, 13:00 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ნუგზარ წიკლაური პრესკონფერენციას გამართავს.
31 მარტს, 14:00 საათზე, „დევნილთა პარტიის“ თავმჯდომარე ლელა გულედანი ბრიფინგს გამართავს.
თემა: „ვინ მფარველობს აფხაზეთის მთავრობას ქართული ოცნებიდან“.
მის: მ. კოსტავას ქ. #68
საკონტაქტო პირი ლელა გულუა 599 115297
31 მარტს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სახალხო დამცველი საჯარო დებატებს „სექსუალური შევიწროება - რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ“ გამართავს.
31 მარტს, 14:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
31 მარტს, 14:00 საათზე, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში კამპანია „ეს შენ გეხება“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ფარული-მოსმენა მიყურადების შესახებ კანონთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელი. ასევე გაკეთდება განცხადება კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი უპრეცედენტო აქციის შესახებ.
მის: ჭოველიძის ქ. #10
საკონტაქტო პირი თამთა კაპანაძე - 599887423
31 მარტს, 14:30 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდება.
მის: უზნაძის ქ. #52
31 მარტს, 16.00 საათზე, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების მოთხოვნით თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან