|
2015-04-06 17:20:32, 487 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებებში დაჭრილ მეომართა თამაშებში გამოვლენილი მებრძოლი სულისა და მიღწეული წარმატებებისთვის ღირსების მედლები გიორგი მარგველაშვილმა 12 სამხედრო მოსამსახურეს გადასცა. „დღეს ავღნიშნავთ მნიშვნელოვან დღეს. აგრეთვე გვინდა განსაკუთრებული სიყვარულით და მადლიერებით ავღნიშნოთ ჩვენი პარასპორტსმენების მიღწევები. ჩვენთვის პატივია, რომ საქართველოს სახელმწიფოს სახელით დღეს კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა თქვენ, ღვაწლისთვის, მინდა ხაზი გავუსვა თქვენს მიღწევებს და დაგაჯილდოვოთ სახელმწიფო ჯილდოებით. თქვენ ემსახურებით სამშობლოს და ამ სამსახურში ყველაზე მნიშვნელოვანი გაიღეთ- თქვენი ჯანმრთელობა, მაგრამ თქვენი სამსახური ამით არ დამთავრებულა. თქვენ შეძელით და გახდით გამოჩენილი თქვენს სპორტულ მოღვაწეობაში და ამით კიდევ ერთხელ ასახელეთ თქვენი სამშობლო, მიეცით ყველა ადამიანს მაგალითი გამბედაობის, სიცოცხლისუნარიანობის, გამარჯვების. თქვენი ღვაწლისთვის საქართველოს სახელმწიფოს სახელით მადლობას გიხდით. მაქვს შესაძლებლობა დღეს ტელემაყურებელს და თქვენ მოგილოცოთ სპორტის საერთაშორისო დღეს. განსაკუთრებით ვულოცავ ლევან ყიფიანს და მადლობა მას იმ ღვაწლისთვის, რომელიც მან ქართველ პარასპორტსმენტა საქმეში შეიტანა. მინდა ავღნიშნო თავდაცვის სამინისტროს როლიც ამ მიმართულებით. თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ ადამიანებს, ვინც ემსახურება ჩვენს სამშობლოს და ის ყურადღება გამოხატულია თქვენთან ერთად პრობლემების დაძლევაში, მომავალი გამარჯვებების მიღწევაში. ასე რომ მადლობა ბატონ მინისტრს, მადლობა ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებს, იმ ღვაწლისთვის, რაც ამ ორი ქვეყნის დამსახურებით არის ამ პროცესში. თქვენთან ერთად მზად ვართ მომავალი გამარჯვებისთვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლჰოლი დაესწრნენ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)