12:09 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 15:23:18, 844 ნახვა

რეგიონი
აჭარის მუნიციპალიტეტებში შიდა სასოფლო გზების მოწყობა გრძელდება

აჭარის მუნიციპალიტეტებში შიდა  სასოფლო გზების კეთილმოწყობა გრძელდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ზანაქიძეებში გზების რეაბილიტაციის პროცესს დაესწრო,   პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მშენებლობაზე დასაქმებულებს და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ ჩიქოვანი და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე გაეცნენ.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში გრძელდება მსგავსი პროექტების განხორციელება. ახლა ვიმყოფებით სოფელ ზანაქიძეებში. მახსოვს, წინასაარჩევნო პერიოდში ზუსტად ამ ლოკაციაში ყოფნის დროს მოსახლეობის მოთხოვნა იყო სოფლის გაზიფიცირება და სრული დაქსელვა. ზოგს ჰქონდა განცდა, რომ მსგავსი პროექტები ბოლომდე არ იქნებოდა მიყვანილი, მაგრამ დღეს მე მიხარია, რომ აქ მთლიანად სრულდება გაზიფიცირების პროცესი, რის შედეგადაც ყველა ოჯახს ექნება გაზი.  გარდა ამისა, მოეწყო ახალი მოედანი და გასართობი ატრაქციონი ბავშვებისთვის. სრულდება გზის დაგება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში წელს დაგეგმილია 30 კმ-იანი გზის დაგება, ორი ახალი ხიდის მშენებლობა და 6 ახალი ხიდის რეაბილიტაცია. ასევე აშენდება 4 ახალი საბავშვო ბაღი. ძალიან ბევრი საინტერესოა პროექტია და მნიშვნელოვანია მათი დროულად შესრულება. მაქსიმალურად გავაკონტროლებთ ყველაფერს და გავითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს. ყველაფერს გავაკეთებთ რეგიონის საკეთილდღეოდ"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ ზანაქიძეებში გზის 1 კმ-იანი მონაკვეთი იგება, რომლის ღირებულებაც  230 ათასი ლარია.

„სოფელში ამ დრომდე გრუნტის გზით სარგებლობდნენ, რომელიც უამინდობის დროს რთულად გასავლელი ხდებოდა.

სოფელში ასევე დამამთავრებელ ეტაპზეა გაზიფიცირების პროექტი.  კეთილმოეწყო სოფლის ცენტრიც. გზასთან ახლოს აშენდა  და მოეწყო სპორტული მოედანი და სკვერი“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics