14:51 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 15:15:41, 2324 ნახვა

სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

როგორც ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ აღნიშნა, დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში შეტანილი საჩივრით მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილების გაუქმებას და დეკანოზისთვის წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს.

როგორც მან აღნიშნა, მოსამართლის გადაწყვეტილება არ იყო არგუმენტირებული, რადგან  არასაპატიმრო ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში, დეკანოზი არც ქვეყნიდან წავიდოდა და ვერც მოწმეებზე მოახდენდა ზეწოლას.

ამასთან, ადვოკატების განცხადებით, მათ სასამართლომ ასევე უარი უთხრა, დაცვის მხარეს გადასცემოდა აეროპორტიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები, სადაც მათი ვარაუდით, დეკანოზის ჩხრეკის კადრებია ასახული.

შეგახსენებთ, 28 მარტს გამართულ სხდომაზე სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფიულა და მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics