11:25 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-06 16:36:31, 671 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი და ნინო გვენეტაძე მართლმსაჯულების რეფორმებზე ერთად იმუშავებენ

„დღეიდან ჩვენ რეფორმებზე ერთად ვიმუშავებთ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე ნინო გვენეტაძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

მისივე თქმით, ასეთი ტიპის შეხვედრები რეგულარულად მოხდება, რადგან ნინო გვენეტაძის მმართველობის პერიოდში საქართველომ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კომპეტენტური მართლმსაჯულება მიიღოს. 

„დღევანდელი შეხვედრა საფუძველს უქმნის მთავრობასა და მართლმსაჯულებას შორის თანამშრომლობას საკანონმდებლო, რეფორმების დარგში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო პრაქტიკულად 2 წლის მანძილზე უძღვებოდა მარტო, რადგან მართლმსაჯულებაში არ ყოფილა რეფორმისტული სულისკვეთება. დღეიდან ჩვენ რეფორმებზე  ერთად ვიმუშავებთ. ვთვლი, რომ დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია იმ გაგებით, რომ მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ქართულ მართლმსაჯულებას კიდევ ერთხელ დაუდგა ნათელი პერიოდის დასაწყისი“, - აღნიშნა წულუკიანმა. 

მინისტრის განცხადებით,  შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება. 

„ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, - დასძინა წულუკიანმა. 

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იუსტიციის უმაღლეს სკოლაზე და რა თქმა უნდა ვისაუბრეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროექტს. 

„ნინო გვენეტაძე, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად იყო ამ კოდექსის სულის ჩამდგმელი. ჩვენ ვიმუშავებთ აღდგენით მართლმსაჯულებაზე , ბავშვთა უფლებებზე სისხლის სამართლის პროცესში, განრიდების ინსტიტუტის დახვეწაზე. მე კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით და მწამს, 10 წლის ბოლოს ნინო გვენეტაძე დატოვებს თავის მემკვიდრეობას, რომელიც იქნება სამაგალითო და საამაყო“, - განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგარეო ევროკავშირს საკონსტიტუციო სასამართლოს ზეწოლაში და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს
შვილებს, მათ შორის, არასრულწლოვანს, მათივე ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდნენ ცოლად გაჰყოლოდნენ - პოლიციამ სამი პირი დააკავა თანასოფლელ მამაკაცებს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2027 იწყება
ვენსი: უკრაინა „გარკვეული გაგებით“ პარტნიორია, მაგრამ მან უნდა შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დარტყმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics