12:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 10:25:40, 1988 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით დღეს ლიტვის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი ლიტვას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

როგორც "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დელეგაციის შემადგენლობაში პოლიტიკოსებთან ერთად აფხაზი და ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები თამაზ გათიკაევი, ესმა კოკოსკერია და ლიახვის ხეობიდან დევნილი პაატა შიუკაშვილი იმყოფებიან, რომლებიც ერთერთი პირველები გადავიდნენ ევროკავშირის საზღვარზე ვიზის გარეშე. 

დელეგაციის აღნიშნული წევრები მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ოფიციალურ და კულტურულ ნაწილში მიიღებენ. 

ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ლიტვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმარება.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ კი, გიორგი მარგველაშვილი ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.

დაგეგმილია ასევე შეხვედრები ლიტვის პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის წევრები არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ლიტვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე, ოპოზიციონერი დეპუტეტები - ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების"' წევრი ადა მარშანია, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის''  წევრი აზერ სულეიმანოვი,  ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს'' წევრი ირაკლი აბესაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics