2017-03-30 09:42:02, 2563 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი დღეს 2.4472 ლარი ეღირება
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ევროსთან კი მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.4472 ლარი ეღირება, გუშინ კი, მისი შეძენა 2.4432 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0040 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. 1 ევრო დღეს, 2.6408 ლარი ეღირება, დღემდე კი, მისი ღირებულება 2.6516 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0108 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან