30 მარტს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდებიან.
პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი, B კორპუსი, მეორე სართული
30 მარტს, 10:45 საათზე, სასტუმრო „ბილთმორში“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან.
მის.: რუსთაველის გამზ. #29
30 მარტს, 10:30 საათზე, სასტუმრო რუმსში CRRC-საქართველოსა და ფონდის ”პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ორგანიზებით, კვლევის „უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის“ შედეგებზე დაყრდნობით მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტის წარდგენა გაიმართება.
მის.: მერაბ კოსტავას ქ. #14
30 მარტს, 12:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საკუთარ ოფისში კომპანია „ფილიპ მორისისთვის" 93 მილიონამდე ლარის დაკისრების საეჭვო გარემოებების შესახებ პრესკონფერენციას გამართავს.
მის: აღმაშენებლის გამზ. N61
30 მარტს, 12:00 საათზე, თელავის უნივერსიტეტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე შეხვედრას გამართავს.
მის: თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქ. N1
30 მარტს, 12:00 საათზე, სასტუმროში „Tbilisi Marriott“ World Run 2017-თან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
30 მარტს, 12:00 საათზე, თელავში, თვითმმართველოის არჩევნებზე ქალების პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის მიზნით პარტია ,,ახალი საქართველო" უფასო სასწავლო პროექტს დაიწყებს.
თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.
ტელ.: 591051601
30 მარტს, 13:00 საათზე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი ვადიმ ჩერნიში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“
30 მარტს, 13:00 საათზე, ქალაქ ქუთაისში, გელათის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურის რეაბილიტაციის თემაზე მეორე გასვლითი საანგარიშო სესია მოეწყობა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
გელათის მონასტერი, აკადემია
30 მარტს, 13:30 საათზე, თელავის N1 საჯარო სკოლაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის შეხვედრა გაიმართება.
მის: თელავი, ი. ჭავჭავაძის მოედანი N8
30 მარტს, 14:00 საათზე, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“ გაიმართება თბილისის ძიუდოს საერთაშორისო გრან პრის ოფიციალური კენჭისყრა და პრესკონფერენცია.
30 მარტს, 15:00 საათზე, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თბილისიდან და ბათუმიდან მიწვეული ექსპერტები და სამოქალაქო აქტივისტები შეხვედრას გამართავენ.
თემა: ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა და მართვა, თანამოაზრეების მოზიდვა და მედიასთან კომუნიკაცია
მის: ჭავჭავაძის ქ. #14
30 მარტს, 15:30 საათზე, თელავის საკრებულოს დარბაზში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდება.
მის: თელავი, ერეკლე მეორის გამზ. N16
ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტის პროგრამა
09:45 საათზე, გამგზავრება საქართველოს პარლამენტში
10:00-12:00 საათზე, შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან
12:10-13:10 საათზე, შეხვედრა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფთან.
მის: დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
15:00-16:00 საათზე, შეხვედრა ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობისა და
ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფთან.
მის: დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
16:10-17:10 საათზე, შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფთან
მის: დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
17:20-18:20 საათზე, შეხვედრა საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და
საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფთან
მის: დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან