14:48 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-29 14:23:05, 2140 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ უკრაინის ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეუფარდა

საქართველოში დაკავებულ უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ყოფილ მოადგილეს, იგორ კირიუშინს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

კირიუშინი უკრაინის ინტერპოლის მიერაა ძებნილი. ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი. 

„სასამართლოს ცნობით, საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების შესახებ. 

წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, იგორ კ.-ს, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ბრალად ედება კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა, მითვისება, გაფლანგვა ან ქონების უკანონო მითვისება კანონის ბოროტად გამოყენებით, იმ პერიოდში, როდესაც ის უკრაინის ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ასევე ნავთობის, გაზის, ტორფის დეპარტამენტის და ნავთობის გადამუშავების ინდუსტრიის და ალტერნატიული საწვავის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 

სასამართლოს მიერ იგორ კ.-ის მიმართ 3 თვის ვადით საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენებას საფუძვლად დაედო მიმალვის საფრთხე, რომელიც სასამართლომ საკმაოდ მაღალი რისკის შემცველად მიიჩნია. კერძოდ, სასამართლომ გაითვალისწინა იგორ კ. -ს კავშირები საზღვარგარეთ, მისი ფინანსური რესურსები, ასევე ის,  რომ მას დაკავების ქვეყანასთან არ აქვს მჭიდრო კავშირები და რაც მთავარია, ის ფაქტი, რომ იგორ კ. -მ წარსულში უკვე  სცადა მიმალვა, რითაც თავი აარიდა უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებში და სასამართლოში გამოცხადებას. 

სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, მისი გადაცემიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით“, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე იგორ კირიუშინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველებმა 25 მარტს დააკავეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics