29 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში” კონფერენცია "საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში" გაიმართება.
29 მარტს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ორგანიზებით, CRDF Global-ისა და აშშ-ის თავდაცვისა და საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, ტექნოპარკში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
თემა: „ტექნოლოგიების კომერციალიზაცია და ინოვაციები: გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში“.
29 მარტს, 10:30 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გაეროს მაღალი დონის მისიას უმასპინძლებს.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი
29 მარტს, 10:30 საათზე, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო ჯგუფი - „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: თბილისის მიწათსარგებლობის კონცეფცია 2030. როგორია მიწათსარგებლობის გენგეგმის სახით ქალაქის განვითარების ხედვა და სტრატეგიული მიზნები.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65
29 მარტს, 10:45 საათზე, “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ნინო კობახიძე უცხოელ პარტნიორებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფმა GBG (Global Benefits Group), რომელიც ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში სიცოცხლის დაზღვევისა და ჯანმრთელობის მიმართულებით, გამოცდილ ქართველ ექსპერტებთან და უმსხვილეს ქართულ კომპანია “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან” (GIG) ერთად დააფუძნა ახალი კომპანია “გლობალ ბენეფიტს ჯორჯია” (“Global Benefits Georgia”).
მის.: პ. კაკაბაძის ქ. #7ა; “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” ოფისი
საკონტაქტო პირი მარიამ სპარსიაშვილი - 577 777 284
29 მარტს, 11:00 საათზე, პროკურატურასთან ”ბავშვთა სამყაროს” ხანძრისგან დაზარალებულები ”ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილთან ერთად აქციას გამართავენ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ.
29 მარტს, 11:00 საათზე, მესხების რეპატრიაციის თემაზე პარლამენტში შეხვედრა გაიმართება.
თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)
29 მარტს, 11:40 საათზე, ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ცენტრი გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, USAID-ის მისიის დირექტორი დაგლას ბოლი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ლაილა ომარ გადი დაესწრებიან.
მის.: ქუთაისი, კეკელიძის ქ. #26
საკონტაქტო პირი ლალი გალუმაშვილი - 595 055 750
29 მარტს, 11:50 საათზე, მოსმენების კანონში ცვლილებების შეტანაზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფის წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდებიან.
თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)
29 მარტს, 12:00 საათზე, სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ პრეზენტაცია გაიმართება. თემა: Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველო 13 საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს.
29 მარტს, 12:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ სამართლიანობის აღდგენის პროცესზე, გამოწვევებსა და რეზონანსული საქმეების შეფასებებზე, ჟურნალისტურ კორპუსს შეხვედება და მედია–ფორუმს გამართავს.
მის: ქ. თბილისი, ვარდების მოედანი #1
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 291202
29 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
29 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს პროფკავშირების ცენტრალურ ოფისში, საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირს და შპს "ტაქსის სერვისს"(200200) შორის კოლექტიური შეთანხმება გაფორმდება, სადაც ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
მის: ვაჟა-ფშაველას 1/43
29 მარტს, 13:00 საათზე, პარტია ”მემარცხენე ალიანსის” გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი, მედიკამენტების უსასყიდლოდ განაწილების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან განცხადებას გააკეთებს.
მის: ა. წერეთლის გამზ. #144
საკონტაქტო პირი ნინო ქეშელაშვილი - 598 70 06 42
29 მარტს, 14:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: თამბაქოს კონტროლის საკითხებზე მრავალსექტორული თანამშრომლობის გაძლიერება და პარლამენტში ინიცირებული თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტის მხარდაჭერა.
მის: ვაჟა–ფშაველას გამზ. N33, სამედიცინო უნივერსიტეტი
საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70
29 მარტს, 14:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
29 მარტს, 15:00 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებს - სადაზღვევო და საპენსიო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება.
მის: ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8
საკონტაქტო პირი მარტა ქარუმიძე - 599585688
29 მარტს, 16:00 საათზე წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში პოეტ დავით მაღრაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.
29 მარტს, 16:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
29 მარტს, 18:00 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში მწერალ გურამ დოჩანაშვილის საჯარო ლექცია გაიმართება.
მის: ცენტრი, შ. დადიანის ქ. #2/1
საკონტაქტო პირი მარიამ ჯაფარიძე - 555 101040
29 მარტს, 18:00 საათზე, ტექნოლოგიურ პარკში „სტარტაპ საქართველო“ ღია კარის დღეს გამართავს. პროგრამის კოორდინატორები დაინტერესებულ პირებს გააცნობენ კონკურსში მონაწილეობის წესებსა და პირობებს და უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს.
საკონტაქტო პირი ვახტანგ კუპრავა - 599 501 014
29 მარტს, 18:00 საათზე, რადიო „თავისუფლების დღიურების“ მეთერთმეტე წიგნისა და მისი ავტორების მონაწილეობით გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართება.
მის: ივანე მაჩაბლის ქ. #13, მწერალთა სახლი
29 მარტს, 19.00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, საზეიმოდ გაიხსნება „თავისუფალი ხელოვნების სტუდიაში“ შექმნილი სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის მოყვარულ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან