02:21 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 20:10:08, 2075 ნახვა

პოლიტიკა
იუნკერი: დღეს საქართველოს დიდი წარმატების ისტორიის დასაწყისია

დღეს საქართველოს დიდი წარმატების ისტორიის დასაწყისია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, მას შეუძლია გიორგი კვირიკაშვილს მიესალმოს არა მხოლოდ კარგ მეგობარს, არამედ მის თანამემალურესაც.

„მე დღეს შემიძლია მივესალმო არა მხოლოდ ჩემს კარგ მეგობარ გიორგის, არამედ მის თანამემამულეებსაც. ეს შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიერ გაწეული სამუშაოს წყალობით“, - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

მისივე თქმით, ეს მიღწევა საქართველოს, მისი მთავრობისა და ქართველი ხალხის დამსახურებაა.

„2012 წელს ჩვენ ამ გზაზე დავდექით. ჩვენ მკაცრი სამოქმედო გეგმა გვქონდა. ჩვენ საქართველოს მხარს ვუჭერდით ამ გზის თითოეულ ეტაპზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს, მისი მთავრობისა და ქართველი ხალხის დამსახურებაა ეს მიღწევა, რომლებმაც დიდი სამუშაო შეასრულეს. დღეს საქართველოს დიდი წარმატების ისტორიის დასაწყისია“, - აღნიშნა ევროკავშირის პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics