15:05 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 14:12:22, 1951 ნახვა

სამართალი
საქართველოსა და ლატვიის შს სამინისტროებს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება

საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ლატვიის რესპუბლიკის შს მინისტრმა რიჰარდს კოზლოვსკისიმ ხელი მოაწერეს ოქმს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ხელმოწერის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებებით, ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო მრავალმხრივი და მასშტაბური ხდება.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გარდა, საქართველოს შსს-ში მიგრაციის დეპარტამენტის შექმნისა და მიგრაციის სფეროში მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პრიორიტეტიდან გამომდინარე, შეთანხმება მიგრაციის სფეროსაც მოიცავს.

ცვლილებების ოქმი ითვალისწინებს: გამოცდილების გაზიარებას არალეგალური იმიგრანტების გამოვლენის, განთავსებისა და გაძევების სფეროში; ტრენინგების ჩატარებას როგორც მესაზღვრეთა, ასევე, შსს-ს სხვა მოსამსახურეთა პროფესიული დონის ამაღლების მიზნით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics