|
2015-04-06 12:56:15, 325 ნახვა
პოლიტიკა
წიკლაური: შეუძლებელია ხელისუფლება ახალისებდეს კრიმინალურ სამყაროს და ამ დროს პოლიცია იყოს დაცული
„შეუძლებელია ქვეყანაში ხელისუფლება ახალისებდეს კრიმინალურ სამყაროს და ამ დროს პოლიცია იყოს დაცული და პოლიციას შეეძლოს დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა. მან ინსპექტორ-გამომძიებლის ბექა მარგიშვილისა და ყველა იმ პოლიციელის ოჯახს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში კრიმინალთან ბრძოლაში დაიღუპნენ, სამძიმარი გამოუცხადა და პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებისადმი შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოწოდებას გამოეხმაურა. „მე მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპული პოლიციელის ოჯახს, ისევე როგორც იმ პოლიციელთა ოჯახებს რომლებიც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში დაიღუპნენ კრიმინალთან ბრძოლაში. ასევე მინდა გამოვეხმაურო შინაგან საქმეთა მინისტრის ბატონ გომელაურის გუშინდელ უპასუხისმგებლო განცახდებას, როდესაც მან დაადანაშაულა პოლიტიკური პარტიები და საზოგადოება თითქოს სწორედ საზოგადოება ახდენს პლიციელთა დემორალიზაციას. მინდა გითხრათ რომ პოლიციელთა დემორალიზაცია უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მოხდა სწორედ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად რომელსაც ივანიშვილის მთავრობა ატარებს და რაც გამოიხატა ამინისტიაში და მკვლელების, ყაჩაღების და კრიმინალების გამოშვებაში რამაც უდიდესი საფრთხე შეუქმნა როგორც საზოგადოების დაცულობას ასევე პოლიციელთა სიცოცხლეს. პოლიციელთა დემორალიზაცია გამოიხატა იმით რომ კეთილსინდისიერი პოლიციელები რომლებიც ასრულებდნენ პირნათლად თავიანთ მოვალეობას სწორედ ისინი ხდებოდნენ დასჯის ობიექტები , მათ ანთავისუფლებდნენ სამსახურებიდან იმის გამო რომ ისინი აკეთებდნენ იმას რასაც მათ ავალებდა კანონი, მათი დემორალიზაცია გამოიწვია იმან რომ პოლიციელთა მკვლელებს აპარებდნენ საზღვარზე და ამას აკეთებდა ხელისუფლება როგორც ეს იყო ბათუმის ცნობილი ინციდენტის დროს. პოლიციელთა დემორალიზაცია გამოიწვია სპეცრაზმელთა დევნამ რამაც შეასუსტა ამ სპეცრაზმელების ეფექტურობა, ასევე პოლიციელთა დემორალიზაცია გამოიწვია ქურდული სამყაროს რეანიმაციამ და ათობით შემთხვევა როდესაც ხელს აფარებენ კანონიერ ქურდებს და ხშირ შემთხვევაში პირდაპირ აეროპორტიდან აპარებენ მათ არის სწორედ ამის დადასტურება და პოლიციელთა დემორალიზაცია გამოიწვია დამნაშავეთა სამყაროს ჰეროიზაციამ ქართული ოცნების მხრიდან“, - განაცხადა წიკალურმა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, ისევე, როგორც ქართული საზოგადოება ქართული პოლიციის მიმართ სოლიდარულია. „ქართული საზოგადოება, ჩვენი პოლიტიკური ძალა მკაფიოდ აცხადებს, რომ სოლიდარულია ქართული პოლიციის მიმართ, მხარს უჭერს ქართველ პოლიციელებს და კიდევ ერთხელ მიმართავს ხელისუფლებას. ჩვენი დამოკიდებულება საქართველოს უუნარო ხელისუფლების მიმართ არის ცნობილი. ცნობილია ისიც, რომ არ გვაქვს იმედი, რომ ის შეძლებს რომელიმე მიმართულებით მაინც ქვეყანაში ვითარების გამოსწორებას, მაგრამ თუ მათ მცირედით მაინც უნდათ რომ შეამცირონ ის ზიანი, რაც მიაყენეს ქართულ პოლიციას, ვფიქრობთ, აუცილებელია ამ მიმართულებებით ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა ნუგზარ წიკალურმა. მისივე თქმით, საქმე იქამდე არის მისული, რომ უუნარო მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გამოვიდნენ სახლიდან, იყვნენ უფრო ფრთხილად და ამით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არაფრით შეუძლიათ დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)