|
2017-03-28 11:23:51, 1624 ნახვა
პოლიტიკა
ლინკევიჩიუსი: დღეიდან უფრო მეტი საქართველო იქნება ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში
„დღეიდან უფრო მეტი საქართველო იქნება ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში“,-ასე გამოეხმაურა ვიდეომიმართვაში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას. ლინკევიჩიუსმა საქართველოს მოქალაქეებს ქართულადაც მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპაა. „ძვირფასო ქართველო მეგობრებო, გილოცავთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს. თქვენ ეს დაიმსახურეთ და დიდ ხანს ელოდებოდით. დღეიდან იქნება უფრო მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში“, - განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა. დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანას, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანას და შენგენის კანდიდატ 4 ქვეყანას მოიცავს. რაც შეეხება შენგენის ზონაში დარჩენის ხანგრძლივობას - უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები. უფრო კონკრეტულად კი, მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ. უვიზო მოგზაურობა ევროკავშირში - ვადები, წესები და შეზღუდვები.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)