01:44 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 00:44:40, 780 ნახვა

სპეციალური ანონსი
28 მარტის სპეციალური ანონსი

28 მარტს, 09:00 საათზე, თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა დაიწყება. სემინარს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ბულგარეთის ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა და ნატო-ს შტაბ-ბინის წარმომადგენელი შტეფენ ელგერსმა გახსნიან. 
მედია თავდაცვის სამინისტროში უნდა მივიდეს (უზნაძის მხრიდან) 08:30 საათზე 
საკონტაქტო ტელ: 577 19 88 66

28 მარტს, 09:30 საათზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით 
ევროპალატის პროექტის ფარგლებში მეწარმეებისთვის ექსპორტის თემაზე 
სემინარი გაიმართება.
მის: 9 აპრილის ქ. #23, სასტუმრო „ციტრუსი“ (პარლამენტის უკან)
საკონტაქტო პირი სოფიო მაქაცარია - 591650500

28 მარტს, 11:00 საათზე, "ახალი საქართველოსა" და " მედიატორის" წარმომადგენლები, კვლევას -"საკრებულოს მილიონერი დეპუტატები" გაასაჯაროებენ.
მის: კოსტავას პირველი შესახვევი, კორპ. #7
საკონტაქტო ტელ.: 551662525
28 მარტს, 11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრებს. 
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565 

28 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია სახელმძღვანელოების გრიფირების თემაზე ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.
მის: უზნაძის ქ. #52

28 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის (ოლი მაჯლისის) თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, სოდიკ საფაევს შეხვდება.
თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი (B კორპუსი, II სართული)

28 მარტს, 12:00 საათზე „მაკდონალდს საქართველო“ თბილისში საერთაშორისო ლოგისტიკურ ცენტრს გახსნის. ცერემონიას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, „მაკდონალდსის“ ლოგისტიკის ევროპის დივიზიონის დირექტორი ფილიპ მიდი, თემურ ჭყონია და გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე დაესწრებიან.
მის.: ლილო, ლოჭინის ხევი, „კასტელის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორია.

28 მარტს, 12:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

28 მარტს, 12:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

28 მარტს, 13:00 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღება გაიმართება.

28 მარტს, 14:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან გაიმართება შპს "საფინანსო საქართველოს" დაზარალებულ მეანაბრეთა აქცია. 

საკონტაქტო პირები: დათო კოპაძე - 595 953 359, ანა ძნელაძე - 555 525 868 

28 მარტს, 14:30 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე გიგა გუბელაძე განცხადებით მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.
მის.: დ. უზნაძის ქ.52
საკონტაქტო ტელ: 557733315

28 მარტს, 15:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა
გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

28 მარტს, 16:30 საათზე, სოციალური მეწარმეობის საკანონმდებლო რეგულირების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრების შეხვედრა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N224

28 მარტს, 16:45 საათზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან საკონსტიტუციო კომისიის წევრების შეხვედრა გაიმართება.
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

28 მარტს, 18:00 საათზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართება.
თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი (B კორპუსი, II სართული)

28 მარტს, 18:00 საათზე, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ჩეხეთის საელჩოს ორგანიზებით გამოფენა “ხელნაწერები ჩეხეთის ბიბლიოთეკებში“ გაიმართება.
მის.: ლეონიძის ქ. #3, ხელნაწერთა ცენტრის ახალი შენობა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics