|
2017-03-27 18:28:28, 2312 ნახვა
ეკონომიკა
ირმა ქავთარაძე კავკასიაში გერმანული დასახლებების 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას დაესწრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე კავკასიაში გერმანული დასახლებების 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას დაესწრო და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ღონისძიება სახელწოდებით „არქიტექტურა - დროსა და ადამიანებს შორის გადებული ხიდი“ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების საქართველოს ოფისის დირექტორმა, მარი შეფერმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას ირმა ქავთარაძემ ისაუბრა საქართველოს და გერმანიის ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთებობზე, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის არქიტექტურის ისტორიაში გერმანელი არქიტექტორების მიერ შეტანილ დიდ წვლილზე, ასევე გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შენობა-ნაგებობების არქიტექტურული ნიმუშების ფოტო-მასალა, რომელთა შექმნაც უკავშირდება გერმანული დასახლებების ჩამოყალიბებას საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა საარქივო საილუსტრაციო მასალების ჩვენება, რომლებიც ასახავენ გერმანულ დასახლებებში სამშენებლო საქმიანობის განვითარებას. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერია, იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური სამდივნო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, ენერგოეფექტურობის ინჟინერთა გაერთიანება და სხვა. პროექტი GIZ პროგრამა ,,კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ არქიტექტორ და მშენებელ ქალთა გაერთიანებასთან „ქალები აშენებენ კავკასიას“ თანამშრომლობით განხორციელდა. (NS)
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)