|
2017-03-27 13:54:32, 1983 ნახვა
პოლიტიკა
დოლიძე: მეორე ტურიც იგივენაირად „ლეგიტიმურია“, როგორიც პირველი ტური იყო
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დოლიძე ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მეორე ტურს გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, რუსეთს ყველა ის ქმედება, რასაც ახორციელებს, ბუმერანგივით უკან შეუბრუნდება. "ნებისმიერი გადაწყვეტილება, კარის ჩარაზვა, ექსპანსიონისტური პოლიტიკის გაგრძელება, რასაც რუსეთი აკეთებს, ვფიქრობ, პირველ რიგში ბუმერანგივით შემოუბრუნდება მას. ეს არასწორია და არ აგვარებს პრობლემებს. ამიტომ, მეორე ტურიც იგივენაირად "ლეგიტიმურია", როგორიც იყო პირველი ტური და ნებისმიერი სხვა ნაბიჯი ბოლო დღეებში, კვირეებში გადადგმული, განსაკუთრებით სავიზო პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით", - აღნიშნა დოლიძემ. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 22 ოლქში მიმდინარეობდა. ე.წ. არჩევნების პირველი ტური 12 მარტს გაიმართა, სადაც მხოლოდ 12 დეპუტატი აირჩიეს.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)