|
2017-03-25 22:00:16, 2273 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი რ2-ზე: ეს და საერთოდ ყველა ტელევიზია უნდა მართონ თვითონ ჟურნალისტებმა
ჩემი აზრით, ეს და საერთოდ ყველა ტელევიზია უნდა მართონ თვითონ ჟურნალისტებმა და იმ ადამიანებმა, ვინც ქმნის ტელეპროდუქციას, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. როგორც ოდესის ყოფილი გუბერნატორი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, მას მიაჩნია, რომ ნიკა გვარამიას როლი ტელევიზიისთვის ურთულეს პერიოდში, პირადი საფრთხის ფასად, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მისივე თქმით, მან არაერთხელ დაამტკიცა თავისი,როგორც ხელმძღვანელის ეფექტურობა და ის,რომ მას,როგორც მენეჯერს დიდი სარგებელის მოტანა შეუძლია. "ფბზე ვადევნებ თვალს რუსთავი 2ის მართვაზე მიმდინარე დებატებს. პირველ რიგში, მე ვარ თითოეული რუსთავიორელის გულშემატკივარი. აღფრთოვანებული ვარ მათი გამბედაობით და პატრიოტიზმით. მიმაჩნია, რომ ნიკა გვარამიას როლი ტელევიზიისთვის ურთულეს პერიოდში, პირადი საფრთხის ფასად ,იყო ძალიან მნიშვნელოვანი.მან არაერთხელ დაამტკიცა თავისი,როგორც ხელმძღვანელის ეფექტურობა და ის,რომ მას,როგორც მენეჯერს დიდი სარგებელის მოტანა შეუძლია ჩემი აზრით, ეს და საერთოდ ყველა ტელევიზია უნდა მართონ თვითონ ჟურნალისტებმა და იმ ადამიანებმა, ვინც ქმნის ტელეპროდუქციას. ამიტომ, მფლობელების წინადადება კოლექტივისთვის წილების განაწილებაზე და მათ მფლობელობაში შემოყვანაზე, უპრეცენდენტოა და დასაფასებელი. ძმები ყარამანიშვილები მაგრად დაუდგნენ ივანიშვილს და არ წავიდნენ არანაირ გარიგებაზე, მიუხედავად დიდი ზეწოლისა. თუ როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს შეთავაზების რეალიზება, ამას მენეჯმენტი, კოლექტივი და მფლობელები, დიდი იმედი მაქვს, ერთმანეთთან დიალოგის გზით გადაწყვეტენ და ერთობლივი ქმედებებით განავითარებენ საქართველოში დარჩენილ ბოლო დემოკრატიულ ინსტიტუტს - რუსთავი 2ს", - წერს სააკაშვილი.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)