|
2015-04-05 18:09:52, 808 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაური: "დაჩმორებული" პოლიციელი არ გამოეკიდებოდა არც მკვლელს, არც რეციდივისტს და არც კრიმინალს
"სამწუხაროა, როდესაც გამოდიან და იძახიან, რომ პოლიცია დემორალიზებულია, „დაჩმორებულია“. „დაჩმორებული“ პოლიცია არ გამოეკიდებოდა არც მკვლელს, არც რეციდივისტს და არც კრიმინალს",-ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. გომელაურის თქმით, პოლიციელები ქვეყნის უსაფრთხოების დამცველები არიან და მათ გვერდში დგომა, გამხნევება სჭირდებათ და არა იმის ძახილი, რომ დემორალიზებული და დაჩმორებულები არიან. „მე მინდა განცხადება გავაკეთო ძალიან ვწუხვარ ხოლმე, მინდა ყველას მოვუწოდო, მნიშვნელობა არ აქვს, რომელიმე პარტიის წარმომადგენელი იქნება, რომელიმე ინსტიტუტების თუ ორგანიზაციების. ძალიან სამწუხაროა, როდესაც გამოდიან და იძახიან, რომ პოლიცია დემორალიზებულია, პოლიცია, ბრჭყალებში ვიტყოდი, ბოდიშს მოვუხდი ჩემს კოლეგებს, „დაჩმორებულია“. პოლიცია „დაჩმორებული“ ამას ვერ გააკეთებდა, არ გამოეკიდებოდა არც მკვლელს, არც რეციდივისტს და არც კრიმინალს. პოლიცია არის ძალიან მოწოდების სიმაღლეზე და არ შეიძლება ამ ადამიანებს სული ჩაუკლა, რომლებიც მართლაც დღე და ღამე იცავენ როგორც ჩემს შვილებს, ასევე თქვენს შვილებს, ყველა თქვენთაგანის შვილებს. ამ პოლიციელებს გვერდზე დგომა უნდა და არა, ყოველი ეთერიდან იქნება თუ პრესიდან - მედიიდან მათ ძახილი, რომ დემორალიზირებულია, "დაჩმორებულია". ბოდიშს ვუხდი ამ პოლიციელებს ყველას. ესენი არიან ჩემი კოლეგები და არ შეიძლება მარტო ვიდგეთ შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერი და მარტო ამას ვიძახდეთ ჩვენ, რომ არ არის ესე. მართლა არ შეიძლება, ძალიან ვწუხვარ. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ეს იქნება რომელიმე პარტიის წევრი, რომელიმე ორგანიზაცია იქნება თუ არასამთავრობო იქნება. პირიქით უნდა გავამხნევოთ და გვერდით უნდა დავუდგეთ. ესენი არიან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ჩვენი ოჯახების.“- განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ბექა მარგიშვილი მიყენებული ჭრილობების შედეგად, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)