|
2017-03-25 00:24:42, 1044 ნახვა
სამხედრო
საქართველომ ნატო-ში 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა
ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების მოადგილეების დონეზე, რომელზეც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ მარიამ რაქვიაშვილმა 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა. ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, აღნიშნეს ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი და დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ წლიურ ეროვნულ პროგრამაში ასახული რეფორმათა გეგმა. აღინიშნა, რომ დოკუმენტი ყოვლისმომცველი, ამბიციური და ამავდროულად რეალისტურია. ალიანსი მიესალმა მართლმსაჯულების, თავდაცვის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სხვა სფეროებში რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა ამ რეფორმების თანმიმდევრულად და წარმატებით გაგრძელების მნიშვნლელობა. მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ 2017 წლის ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედერების დღის წესრიგს. ალიანსის წევრებმა საქართველოს მადლობა გადაუხადეს ნატოს მიერ წარმოებულ ოპერაციებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და საქართველოს ურყევი მზაობისთვის, გააგრძელოს მონაწილეობა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მათ ასევე აღნიშნეს ყველა არსებულ ფორმატში, მათ შორის,გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის ჯგუფის ფორმატში, საქართველოს აქტიური მონაწილეობა.მოკავშირეები ასევე მიესალმნენ საქართველოს აქტიურ ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ალიანსში მიმდინარე დიალოგში. ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი მათი ურყევი მხარდაჭერა. საქართველო წლიურ ეროვნულ პროგრამას 2009 წლიდან ახორციელებს. 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამა 17 მარტს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიამ დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)