11:34 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 12:52:24, 1999 ნახვა

ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ნოდულარული დერმატიტის ვირუსის კვლევის დანერგვაზე მუშაობენ

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მსხვილფეხა საქონელში ახლად გავრცელებული დაავადების,

ნოდულარული დერმატიტის ვირუსის კვლევის დანერგვაზე მუშაობენ. ამჟამად, ლაბორატორიის სპეციალისტებს  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის ფარგლებში ახალი მეთოდის შემუშავებაზე სწავლება უტარდებათ. FAO-ს წარმომადგენლები უშუალოდ მონაწილეობენ კვლევის დანერგვის პროცესში და შესაბამის რეკომენდაციებს აძლევენ ქართველ სპეციალისტებს. ვირუსულ-მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში ახალი მეთოდის დანერგვას მეთვალყურეობას ისრაელის კიმრონის ვეტერინარული ინსტიტუტის პროფესორი ბ-ნ, ორან ერსტერი უწევს. სწავლების დასრულების შემდეგ, ახალი დაავადების კვლევა, როგორც  თბილისის, ასევე  ახალციხისა და ქუთაისის ლაბორატორიებში იქნება შესაძლებელი.

ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მონაცემებით,  საქართველოში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში  ნოდულარული დერმატიტის ვირუსი 2016 წლის ბოლოს  დაფიქსირდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომელიც დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი სტრატეგიის შექმნას ითვალისწინებს. FAO-ს პროექტის პირველი ნაწილის თანახმად, სპეციალურმა გუნდმა დაავადების გავრცელების რისკი შეაფასა, რის შედეგადაც, სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველთა ვაქცინაცია განახორციელა. პროექტის  მეორე ნაწილი ლაბორატორიული კომპონენტის შესრულებას გულისხმობს. ლაბორატორიაში ახალი მეთოდის დანერგვა ხელს შეუწყობს, დაავადების გავრცელების შემთხვევაში, დროულად მოხდეს შესაბამისი კვლევების ჩატარება.

FAO-ს პროგრამის დასრულების შემდეგ, იგეგმება დაავადების კონტროლის სახელმძღვანელოს შექმნა. მსხვილფეხა საქონლის დაავადება - ნოდულარული დერმატიტი ახალი ვეტერინარული დაავადებაა, შესაბამისად საჭიროა დეტალური ინსტრუქცია იმისათვის, რომ დაავადების კონტროლი და აღკვეთა საჭირო პროცედურების დაცვით განხორციელდეს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics