11:35 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 11:21:41, 2215 ნახვა

ეკონომიკა
„ტერაბანკის“ პირველი შუალედური გათამაშების გამარჯვებული გამოვლენილია

ტერაბანკის სესხებისა და ანაბრების გათამაშების პირველ შუალედურ გათამაშებაში გამარჯვებული გამოვლენილია. სახლის სასაჩუქრე ნაკრების მფლობელი თამარ ტყავაშვილი გახდა. ნაკრებში შედის ჭკვიანი სახლის აღჭურვილობა, ვინილის საკრავი, Apple TV, ინტერნეტისა და ტელივიზიის ერთწლიანი პაკეტი, ჭკვიანი ყავის აპარატი და ლეგოს კონსტრუქტორი.

გამარჯვებულს კუთვნილი საჩუქრები ტერაბანკის სათავო ოფისში საზეიმო ვითარებაში გადაეცა.

„გათამაშების ფარგლებში გავხსენი ანაბარი ტერაბანკში და მოვიგე არაჩვეულებრივი პრიზები; განსაკუთრებით მომწონს ვინილის მუსიკალური საკრავი და ჭკვიანი ყავის აპარატი. დიდი მადლობა ტერაბანკს. წარმატებას ვუსურვებ დანარჩენ მონაწილეებს შუალედურ გათამაშებებში“, - განაცხადა თამარ ტყავაშვილმა.

ტერაბანკმა მასშტაბური, უპრეცედენტო გათამაშება სახელწოდებით „აიწყე ცხოვრება“ 22 თებერვალს დაიწყო და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მისცა შანსი, მარტივად ჩართულიყო გათამაშებაში მინიმუმ 1000 ერთეულის სესხის აღების ან ანაბრის გახსნის შემთხვევაში. სესხის აღებისას ყოველ 1000 ერთეულზე მომხმარებელს 1 ბილეთი გადაეცემა, ხოლო ანაბრის გახსნის შემთხვევაში ბილეთების რაოდენობა ორმაგდება. გათამაშება 15 ივნისამდე გრძელდება და გაიმართება კიდევ 2 შუალედური და 1 ფინალური გათამაშება.

„20 მარტს გათამაშდა პირველი შუალედური პრიზი - სახლის სასაჩუქრე ნაკრები; ნივთები, რომელთა ქონაც ძალიან გვინდა. პირველი გამარჯვებული ავტომატურად მონაწილეობს ფინალურ გათამაშებაში და აქვს შანსი, „აიწყოს ცხოვრება“, ხოლო მომდევნო ორ შუალედურ გათამაშებას გამოეთიშება“, - აცხადებს ტერაბანკის პროდუქტების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, აკა სანიკიძე.

თამარ ტყავაშვილმა აღნიშნა, რომ ცხოვრებაში პირველად გაიმარჯვა და ფინალურ გათამაშებაში მთავარი პრიზების მოგების იმედი გაუჩნდა.

ფინალური გათამაშების გამარჯვებული მოიგებს გარემონტებულ ბინას ვაკეში, ახალ ავტომობილს Toyota RAV4, ხელფასს 2000 ლარის ოდენობით და საგზურს ევროპის ნებისმიერი მიმართულებით.

შუალედური პრიზების გათამაშება გაიმართება 20 აპრილს და 20 მაისს 20:00 საათზე ტერაბანკის ოფიციალურ Facebook გვერდზე ლაივსტრიმის მეშვეობით.

ფინალური გათამაშება გაიმართება 20 ივნისს, 20:00 საათზე!

გათამაშების ფარგლებში ტერაბანკში მოქმედებს განსაკუთრებული პირობები ვადიან ანაბრებსა და საკრედიტო პროდუქტებზე. პირობების გასაცნობად ეწვიეთ ტერაბანკის ოფიციალურ გვერდს: terabank.ge

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics