|
2017-03-23 17:12:08, 1755 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით სხდომაზე განსახილველი საკითხებია: 1. შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მომხსენებელი: საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დათუნა რაქვიაშვილი თანამომხსენებლები: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია. 2. საქართველო-ნატო: 2.1 საქართველოს მონაწილეობა შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში და თანამშრომლობის ფორმატები 2.2. საქართველო-ნატოს პარტნიორობის დღის წესრიგი მომხსენებელი: დავით დონდუა თანამომხსენებლები: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, დათუნა რაქვიაშვილი 3. რეფორმები თავდაცვის სამინისტროში მომხსენებელი: ლევან იზორია თანამომხსენებელი: ვლადიმერ ჩაჩიბაია 4. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა: „საქართველოს ეროვნული უშიშროება - ერთიანი ეროვნული მიდგომა“ მომხსენებელი: დავით რაქვიაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად პრეზიდენტმა საბჭოს მუდმივი წევრები და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა მიიწვია, თუმცა თუმცა სხდომას საბჭოს 6 წევრი ესწრება. როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სხდომის დაწყებამდე საბჭოს წევრებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. არსებული ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს სხდომა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდება.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)