2017-03-22 16:58:43, 2348 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ევროსთან მიმართებაში კი გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4498 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4491 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.6436 ლარი ეღირება, დღემდე კი, მისი ღირებულება 2.6453 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან