02:33 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 14:43:52, 2103 ნახვა

კომენტარი
კანდელაკი: მთავრობა არაფერს აკეთებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი საერთაშორისო დღის წერიგში დადგეს

"ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით,  შემაშფოთებელია, რომ ხელისუფლებას პრექტიკულად არაფერი გაუკეთებია, იმისათვის რომ დევნილთა დაბრუნების საკითხი საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში დამდგარიყო. 

როგორც კანდელაკმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბოლო დღეებში რუსეთის ფედერაციამ განახორციელა რამდენიმე მტრული ნაბიჯი.

"პრემიერ მინისტრს არ აღმოაჩნდა დრო, რომ ჩასულიყო რომელიმე მნიშვნელოვან დედაქალაქში მაინც და არ დაურეკავს არცერთ მსოფლიო ლიდერთან, რომ მომხდარიყო ყურადღების მობილიზება ამ საკითხების ირგვლივ. შეხვდნენ ერთმანეთს ამერიკის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი, მათ ისაუბრეს უკრაინაზე და არაფერი უთქვამთ საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან ამისათვის არაფერი გაუკეთებია საქართველოს მთავრობას, მას ამისათვის არ ქონდა დრო. სამაგიეროდ საქართველოს მთავრობას ქონდა დრო, იმისათვის, რომ როდესაც სტრასბურგის სასამართლოში იმართებოდა რუსთავი2-ს საქმის განხილვა და სტრასბურგმა ნაკუწებად აქცია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, იქ სწრაფარდ მიევლინათ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მართლა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

სამაგიეროდ საქართველოს მთავრობას ქონდა დრო, რომ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარესთან ერთად დოკუმენტები გაეყალბებინათ, რადგან არ აღმოჩენილიყო თითქოს 2 დღეში განიხილა დიდმა პალატამ საქმე. სამაგიეროდ საქართველოს მთავრობას აღმოაჩნდა დრო, თბილისის მერთან ერთად, რომ მილიონი ლარი გადაერციხა მოსამართლე ნაზღაიძის ძმისთვის", - აღნიშნა კანდელაკმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics