02:18 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 14:16:33, 2000 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
პატრიარქი: რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები, არ შეიძლება, ეს დაუსრულებლად გაგრძელდეს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის განცხადებით, რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს საქართველოს ტერიტორიები და ეს დაუსრულებლად არ უნდა გრძელდებოდეს. 

როგორც ილია მეორემ საპატრიარქოში, სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრი ქვეყანების პარლამენტის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე აღნიშნა,  ბალტიის რვიანის წევრი ქვეყნების თანადგომა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა სპიკერებს ამ კუთხით გაწული თანადგომისთვის.

„ჩვენ მადლობას გიძღვნით მხარდაჭერისთვის იმ დროს, როდესაც ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება საქართველო. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% დაპყრობილია რუსეთის მიერ. ამიტომ თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი. დღესაც ვითვლები ხელმძღვანელად აფხაზეთის ეპარქიისა, მაგრამ არ მაქვს საშუალება,  ჩავიდე და ყურადღება მივაქციო ჩვენ მორწმუნე ხალხს. მოხარული ვარ, რომ თქვენ ინახულეთ ის საზღვრები, სადაც ხელოვნურად დაყოფილია ჩვენი ტერიტორია. დაუსრულებლად ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები. ამიტომ თქვენი ჩამობრძანება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობას გწირავთ ამისთვის", - დასძინა პატრიარქმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics