13:22 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 14:01:48, 1890 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ოჯახის წევრზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ოჯახის წევრზე ძალადობისა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების განმეორებით შეუსრულებლობის ფაქტზე ა.მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და ,,ე'' ქვეპუნქტითა და 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ სცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ წარსულში მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნასამართლევმა ა.მ.-მ ყოფილ მეუღლეს რამდენჯერმე მიაყენა შეურაცხყოფა. 2016 წლის 30 დეკემბერს ყოფილი მეუღლის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე სასამართლომ მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცა. ა.მ.-მ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები დაარღვია და  2017 წლის იანვარში ყოფილ მეუღლეს საცხოვრებელ სახლში რამდენჯერმე მიუვარდა და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც  დაზარალებულის  ტანჯვა გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ა.მ. 2017 წლის 17 იანვარს, ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' და ,,ე'' ქვეპუნქტებითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ჩადენილი არაერთგზის) და 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) წარედგინა.
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ა.მ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics