|
2017-03-22 13:43:59, 2041 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ხოშტარია „ოცნებას“: როგორც დეპუტატები, ვალდებული ხართ ხალხის და არა ბიძინა ივანიშვილის წინაშე
"ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე მმართველი გუნდის წევრებს მიმართა და დასძინა, რომ მათ რეპრესიული პოლიტიკის შესახებ მოსახლეობას პასუხი უნდა გასცენ. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ხელისუფლებამ ნარკოტიკების ჩადების ფაქტებზე თვალები არ უნდა დახუჭოს. „არ შემიძლია არ გამოვეხმაურიო და მხარი არ დავუჭირო იმ საზოგადობრივ პროტესტს, რომელიც გამოიწვია ნარკოტიკების ჩადების ტალღამ. ბოლო დროს არის მზარდი შეშფოთება საზოგადოებაში, იმასთან დაკავშირებით რომ პოლიცია არის გადასული პირდაპირ თავისუფალი, წესიერი მოქალაქეების ტერორზე, ჩხრეკვაზე, იძულებით გადაყვანაზე ნარკოლოგიური შემოწმებისთვის და ასევე ნარკოტიკების ჩადებაზე. მეგობრებო, თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში ლიბერალიზაციის და სამართლიანობის ლოზუნგით და ყველა ამ მიმართულებით თქვენ ჩათვალეთ, რომ უნდა შეიქმნათ კომფორტის ზონა, ძალაუფლებით ტკბობის სივრცე და არ ისწავლოთ არცერთ შეცდომაზე წარსულიდან. ჩვენ პირდაპირ ეთერში მოვისმინეთ უტყუარი ფაქტები, ძალიან საეჭვო განცხადებები ადამიანების წინასწარი მუქარის შესახებ, მოწმეებზე ზეწოლის შესახებ. ნუ ჩაიკეტებით პარლამენტში, ნუ დახუჭავთ თვალს უსამართლობაზე და როგორც დეპუტატები, რომლებიც ვალდებული ხართ ხალხის და არა ბიძინა ივანიშვილის წინაშე, გაეცით პასუხები რეპრესიული პოლიტიკის შესახებ", - მიმართა ხოშტარიამ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ცნობისთვის, ქუთაისის პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინაროებს, რომელსაც ე.წ მოსმენების კანონპროექტს განიხილავენ, მას შემდეგ რაც 20 მარტს პრეზიდენტმა აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადო.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)