02:20 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 13:23:09, 1881 ნახვა

კომენტარი
ირმა ინაშვილი: პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კინკლაობა უნდა დამთავრდეს

„პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კინკლაობა უნდა დამთავრდეს, ეს სამარცხვინოა“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

"მერამდენე სხდომაა უკვე, ვმსჯელობთ ე.წ მოსმენების შესახებ კანონზე. უამრავი თემაა ქვეყანაში განსახილველი. მე ვფიქრობ, უნდა დამთავრეს კინკლაობა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის და პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. ძალიან სამარცხვინო ტენდენციის სახე მიიღო. ჩვენ უნდა ვაკეთოთ საქმე. აუცილებლად უნდა შეიქმნას ქვეყანაში კიბერ უსაფრთხოების უფრო ფართო და მასშტაბური სააგენტო, რომელიც დამოუკიდებელი იქნება და უფრო ფართო კომპეტენცია ექნება, ამიტომ არ დავუჭირეთ ამ კანონს მხარი. პრეზიდენტის ვეტოს რაც შეხება გვესმის, რომ ვეტო დაიდება, ვეტო აიხსნება ესეც უკვე კომიკური აქტი გახდა. თუმცა, ესეც ჩვეულებრივი აქტია და პრეზიდენტი ამით გვეუბნება, რომ არ იზიარებს ამ კანონპროექტის სულისკვეთებას. ჩვენ იმის მომხრე ვართ, რომ სააგენტო დამოუკიდებელი უნდა იყოს. არ უნდა ექვემდებარებოდეს სუს-ს",- განაცხადა ინაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ე.წ მოსმენების კანონპროექტს ვეტო 20 მარტს დაადო.

 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ე.წ მოსმენების კანონპროექტს ვეტო 20 მარტს დაადო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics