11:23 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 13:08:39, 2232 ნახვა

ეკონომიკა
სკანდინავიურ -ბალტიური რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტების თავმჯდომარეები ტექნოპარკს ეწვივნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების სააგენტოს ტექნოპარკს  დღეს სკანდინავიურ - ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები  ეწვივნენ. უცხოელ სტუმრებს ტექნოპარკში მასპინძლობა გაუწია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ. მან დელეგაციის წევრებს ტექნოპარკში მიმდინარე პროექტები გააცნო.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: დანიის პარლამენტის (ფოლკეტინგი) თავმჯდომარე პია კარსგაარდი; ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) თავმჯდომარე ეიკი ნესტორი; ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე; ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისი; ნორვეგიის პარლამენტის (სტორტინგი) თავმჯდომარე ოლემიკ ტომესენი;  ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არტო სატონენი; ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტეინგრიმურ სიგფუსონი; ასევე შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარტინა ქვიქი.

სტუმრებმა  ტექნოპარკის სივრცე დაათვალიერეს და  სააგენტოს პროგრამებსა და პროექტებს გაეცნენ.  შედგა ორმხრივი შეხვედრა,  რომლის მიზანი იყო  ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრ ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და სტარტაპების განვითარების  კუთხით.  ასევე, NB8-ის წევრი ქვეყნებისგან  გამოცდილების გაზიარება და ქართულ სტარტაპებსა და მათ სტარტაპებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე.  

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს ინფორმაცია ჰქონდეთ საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ინოვაციების სააგენტოს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ.

ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების დელეგაცია საქართველოს 20 მარტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს მართავს საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics