|
2015-01-13 13:25:26, 2655 ნახვა
საზოგადოება
2015 წლის 1 იანვრამდე გამოწერილ ავტობუსის ჯარიმებზე ამნისტია ცხადდება
პირები, რომლებმაც მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ იმგზავრეს და ეს სამართალდარღვევა 2015 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს, დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისგან სრულად თავისუფლდებიან. აღნიშნულს, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უკვე განიხილავს. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ჯარიმებისაგან 20850 პირი თავისუფლდება. „ მნიშვნელოვანია, რომ იმ პირთა დიდი უმრავლესობა, რომელთაც მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისათვის ჯარიმა დაეკისრათ, სოციალურად დაუცველი, პენსიონერი ან სტუდენტია. სახდელისაგან გათავისუფლება, ერთი მხრივ, მოქალაქეებს მცირედ ფინანსურ შეღავათს მისცემს, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოსაც გაათავისუფლებს ასეთი საქმეების აღსრულებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი ოდენობის ადმინისტრაციული რესურსის ფუჭად ხარჯვისაგან“, – აცხადებენ სამინისტროში. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია,რომ ინვენტარიზაციის ანგარიშში გამოჩნდა, რომ 21000 აღსასრულებელი საქმე საზოგადოების ყველაზე შეჭირვებულ ფენას ეხებოდა და სწორედ ავტობუსის ჯარიმებს უკავშირდებოდა. მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ ამ ჯარიმების აღსრულებაზე ამნისტია გამოცხადებულიყო. აღნიშნული ინიციატივა გაიზიარა პრემიერმა და მთავრობამ, მათ შორის, ფინანსურმა ბლოკმაც და გასულ წელს მთავრობის ინიციატივად დარეგისტრირდა. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მან აღნიშნული გადაწყვეტილება ერთჯერადად, შეჭირვებული მოსახლეობისთვის შვების მისაცემად მიიღო. „არაა იოლი, უყურო, როგორ მოდის აღმასრულებელი და გთხოვს, გადაიხადო ავტობუსის ჯარიმა, რომელიც არ გაქვს და რომელიც იზრდება ყოველდღიურად. გამორიცხულია, ასეთ ხალხს შინ მიადგეს აღსრულების პოლიცია. თუმცა, აქვე დავძენთ, რომ ამ ამნისტიას სისტემური ხასიათი ვერ ექნება. საჭიროა მეტი მუშაობა საზოგადოებასთან პრევენციისთვის, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რა მოჰყვება ჯარიმის გადაუხდელობას. ჩემთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, შესაბამისმა კომპანიებმა გაიგონ, რომ აუცილებელია, ავტობუსში ასვლისთანავე ხვდებოდეს მოქალაქეს მაკონტროლებელი და მიუთითებდეს ბილეთის აღებისკენ, ვიდრე უბილეთო მოქალაქეს უსაფრდებოდეს მაკონტროლებელი უკვე დაძრულ ავტობუსში. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ასე მანამ, სანამ ეს ჩვევა გახდება. საქართველოში ისეც ძალიან მძიმე სოციალური ფონია და არ შეიძლება ადამიანს ჩაუსაფრდე, რომელიც 50 თეთრს ვერ იხდის, შემდეგ ეს 50 თეთრი − 5 ლარად, შემდეგ კი 75 ლარად იქცევა“, − განაცხადა მინისტრმა.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)