2017-03-21 16:37:36, 2557 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში 3 თეთრით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4491 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4816 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0325 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.6453 ლარი ეღირება, დღემდე კი, მისი ღირებულება 2.6704 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0251 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან