09:49 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 16:03:40, 2233 ნახვა

ეკონომიკა
საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის მონაწილეები ს.ს „ქართული ლუდის კომპანიას“ ესტუმრნენ

სს. „ბია“-ს ორგანიზებით „რადისონ ბლუ ივერიის“ სასტუმროში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი - „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“  ჩატარდა. 

ფორუმის მიზანია საქართველოს ეკონომიკის და რეგიონის საკითხებით დაინტერესებული ინვესტორების, ბიზნესმენების, მთავრობის წარმომადგენლების და  საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება სადისკუსიოდ ისეთ თემებზე, როგორიცაა ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკის მიმდინარე პერსპექტივები და გამოწვევები.

ფორუმს ესწრებოდნენ  უცხოელი ინვესტორები, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების, საინვესტიციო ბანკების, ვენჩურული კომპანიების, კერძო ფონდების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მთავრობის, დიპლომატიური მისიების, სავაჭრო პალატების წარმომადგენლები და ქართველი მეწარმეები.

ფორუმის ფარგლებში  საერთაშორისო  საფინანსო ორგანიზაციების  წარმომადგენლები,   აშშ-ს  მსხვილი საბანკო  სექტორის  წარმომადგენლები,  რეგიონის  უმსხვილესი ბიზნეს კომპანიების  წარმომადგენლები,  ს.ს  „ქართული ლუდის კომპანიას  ესტუმრნენ.

ს.ს  „ქართული ლუდის კომპანიის“  დირექტორის  კახაბერ კოტრიკაძის  განცხადებით  მსგავსი სახის  გაცნობითი და B2B შეხვედრები გარკვეულ წარმოდგენებს უქმნის უცხოელ ინვესტორებს და საფინანსო ორგანიზაციების  წარმომადგენლებს  ჩვენი  ქვეყნის  შესახებ.  ეს  არის   ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი  ბერკეტი ფინანსური  რესურსის მოსაზიდად,  საექსპორტო  არხების  განვითარებისათვის და უცხოურ   კომპანიებთან  გრძელვადიანი  ურთიერთობების  დასამყარებლად.

„ეს  არის  წარმოება, რომელმაც  მოგვცა იმპულსი იმისა, რომ   გვეთქვა -  დღეს  საქართველო  აბსოლუტურად მზადაა მიიღოს  ევროპული    და  ამავდროულად, მსოფლიოს  განვითარებული  ქვეყნების  ეკონომიკური   გამოწვევები.  მსგავსი  წარმოება არის  პლატფორმა, ჩვენთვის,  უცხოური  საფინანსო  ორგანიზაციებისთვის იმისთვის რომ განვიხილოთ  პერსპექტივები  სამომავლო  თანამშრომლობაზე და ინვესტიციების   განხორციელებაზე.“ - განაცხადა ამერიკული ბანკის Wells Fargo-ს  ვიცე პრეზიდენტმა  გიორგი  აკირთავამ. 

„რა თქმა უნდა  გვქონდა  წარმოდგენები   საქართველოში   არსებულ ადგილობრივ წარმოებებზე.    ის  რაც  დღეს ვნახეთ   ჩვენთვის იყო  ძალიან  ძლიერი  შთაბეჭდილება, რომელმაც  ყოველგვარ მოლოდინს  გადააჭარბა“ -  განაცხადა ევროპლანის   დირექტორმა ალექსანდრე მიხაილოვმა.

„ზედაზენის“ სტუმრებმა    საწარმოში მიმდინარე  სამუშაო პროცესები დაათვალიერეს  და    ქარხანაში  წარმოებული პროდუქცია დააგემოვნეს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics