|
2017-03-21 09:48:47, 1472 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია - 23 მარტიდან გამოიდარებს
თბილისში ქარის სიმძლავრემ რამდენიმე საათის წინ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. როგორც "ექსპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში განუცხადეს, ხანმოკლე დაქროლვა დაფიქსირდა, რომლის სიჩქარე 32 მეტრი წამში იყო, რაც გრიგალის კატეგორიას განეკუთვნება. მათივე თქმით, კიდევ ერთი მაღალი მაჩვენებელი, 24 მეტრი წამში ვაშლიჯვრის ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურზე დაფიქსირდა. თუმცა, ცენტრის ინფორმაციით, პიკი ამ დროისთვის გადავლილია და აღარ განმეორდება. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ქარი შენარჩუნდება დღეს ღამით და ხვალ დილითაც, ზოგან ძლიერი, 20-25 მეტრი წამში, თუმცა მისი სიმძლავრე ხვალ საღამოსთვის შესუსტდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 23 მარტიდან გამოიდარებს და ტემპერატურა 16 გრადუსს მიაღწევს.
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)