21:16 - 31 Oct, 2026
|
2017-03-20 13:51:26, 1428 ნახვა
საზოგადოება
მერია კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს დავით ნარმანია ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს
თბილისის მერია ეხმაურება სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, 19 მარტს, ბელიაშვილის ქუჩაზე თბილისის მერი დავით ნარმანია ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მერია აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს: „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები ავტომობილი არ ეკუთვნის არც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და არც პირადად დავით ნარმანიას. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს დავით ნარმანიასა და თბილისის მერიის დისკრედიტაციას“,-ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)