|
2017-03-20 13:42:58, 1628 ნახვა
პოლიტიკა
ენმ დოკუმენტის შემუშავების ინიციატივით გამოდის, რომელიც რუსეთის მხრიდან ანექსიაზე საერთაშორისო თანამეგობრობას საქმის კურსში ჩააყენებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას ერთიანი დოკუმენტის შემუშავებისკენ მოუწოდებს, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოში განხორციელებულ ანექსიის თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობას ჩააყენებს საქმის კურსში. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ისაუბრა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოდის ინიციატივით, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონის წინაშე მდგარ უდიდეს გამოწვევაზე პასუხია და ქვეყანაში მიმდინარე ღიად და აშკარად გამოხატულ ანექსიას შეეხება. ვხედავთ, რომ რუსეთი სრულ სამხედრო მობილიზაციას ამზადებს საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რითაც საფრთხეს უქმნის შავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთხოებას და ამ დროს, ხელისუფლებას ქმედითი პასუხი არ აქვს. მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, რათა მათ რუსეთის ქმედებებს შეფასება მისცენ. ვფიქრობ, დროა, რუსეთის აგრესიას ქართული საზოგადოება, მთლიანად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი დაუპირისპირდეს. სწორედ ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ერთიანად შევიმუშავოთ პოზიცია და მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ესაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან ვხედავთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოკუპაციის, ღია და აშკარა ანექსიის პროცესი მივიწყებას ეცემა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იმედს გამოთქვამს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩვენთან ერთად, ხმას მიაწვდენს საერთაშორისო თანამეგობრობას და მოუწოდებენ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტების ასამოქმედებლად“, - განაცხადა სამადაშვილმა.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)