|
2017-03-20 12:50:35, 2316 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკი“ - გალარების პროგრამა უაღრესად წარმატებული ნაბიჯია
გალარების პროგრამის შედეგებით, ვითიბი ბანკი სექტორის ლიდერია. წინასწარი მონაცემებით ვითიბი ბანკს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული სესხების 40 პროცენტამდე აქვს გალარებული. პროგრამის ფარგლებში 550 -ზე მეტი სესხის კონვერტაცია მოხდა, ჯამურმა თანხამ 12 მილიონ ლარამდე შეადგინა. ბანკის შეფასებით, აღნიშნული პროგრამის წარმატება ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე პოზიტიურ ზემოქმედებას მოახდენს. გალარების მექანიზმი არის სწორად გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საბანკო სისტემის მთავარი გამოწვევის - მაღალი დოლარიზაციის - დაძლევას. ამ პროგრამამ უკვე შექმნა ლარში გრძელვადიანი დაფინანსების წყარო და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსახლეობის დიდი ნაწილის ფინანსური დანაკარგების რისკის შემცირებას, გაზარდა ლარის მასა ეკონომიკაში და შეამცირა რისკები და ზეწოლა ბანკების კაპიტალზე. აღსანიშნავია, რომ არ გამართლდა სკეპტიკოდების პროგნოზები, მათ შორის ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით. ვითიბი ბანკი გეგმავს გააგრძელოს ლარში სესხების შეთავაზება კლიენტებისთვის და შესაბამისად შეამციროს დოლარიზაციის წილი საკრედიტო პორტფელში. შეგახსენებთ, რომ პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, დოლარში აღებული სესხის ლარში გადაყვანას გულისხმობდა. პროგრამის პირობების თანახმად შესაძლებელი იყო მაქსიმუმ 40 000 დოლარის მოცულობის სესხის ლარში გადაყვანა ეროვნული ბანკის მიმდინარე კურსს მინუს 20 თეთრის გათვალისწინებით. (R)
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)