|
2017-03-20 10:42:30, 1483 ნახვა
საზოგადოება
„სხვა საქართველო" - გამოფენა თიბისი გალერეაში
„სხვა საქართველო" - ასე ჰქვია ფოტოგამოფენას, რომელიც მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ „თეთნულდის" ორგანიზებით ქუთაისში გაიხსნა. ექსპოზიციას თიბისი ბანკის საგამოფენო სივრცე მასპინძლობს და ის მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბის წევრების ირანში მოგზაურობას ასახავს. გამოფენაზე 25 ფოტონამუშვარია წარმოდგენილი, რომელთა ნაწილი ფერეიდნელი ქართველების ცხოვრებას ასახავს. კლუბის წევრების თქმით, ექსპედიციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ფერეიდნელი ქართველების გაცნობა და მათთან დამეგობრება იყო. ირანში მოგზაურობის იდეა „თეთნულდს" ორი წლის წინ გაუჩნდა, 2017 წლის იანვარში კი ირანს 12 დღით ესტუმრა კლუბის 5 წევრი. მათ ფერეიდნელ ქართველებთან ერთად დალაშქრეს მწვერვალი მთაციხე და მარანჯაბის უდაბნოში იმოგზაურეს. ექსპედიციის წევრებმა ასევე დალაშქრეს მწვერვალი შაჰანყუფი, რომელიც ზღვის დონიდან 4040 მეტრის სიმაღლზე მდებარეობს. ექსპედიციის წევრები ამბობენ, რომ მოგზაურობაც და გამოფენაც სპარსეთში ქართველების გადასახლების 400 წლისთავს ეძღვნება. (R)
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)