|
2017-03-20 10:23:07, 1875 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს შვიდი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია ეწვია
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცესპიკერები იმყოფებიან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებს და ვიცესპიკერებს 21 მარტს, 09:30 საათზე შეხვდება. ამავე დღეს, 13:15 საათზე, ირაკლი კობახიძე და მისი კოლეგები პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებთან და ფრაქციების წარმომადგენლებთან. ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცესპიკერები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძესთან. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტების თავმჯდომარეები ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს გორში, მისიის ოფისში შეხვდებიან. სტუმრები სოფლებში - ნადარბაზევსა და ხურვალეთში გაემგზავრებიან და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნობიან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. საქართველოს დანიის პარლამენტის (ფოლკეტინგი) თავმჯდომარე პია კარსგაარდი, ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) თავმჯდომარე ეიკი ნესტორი, ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე, ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისი, ნორვეგიის პარლამენტის (სტორტინგი) თავმჯდომარე ოლემიკ ტომესენი, ასევე, ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არტო სატონენი და ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტეინგრიმურ სიგფუსონი ეწვევიან. შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარტინა ქვიქი წარმოადგენს. გთავაზობთ 20 მარტის ღონისძიებების პროგრამას 20 მარტს 11:00-11:50 გაიმართება შეხვედრა ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების ელჩებთან სასტუმრო „რადისონში“, 13:30 გაემგზავრებიან ევროკავშირის მონიტორინგის მისიის გორის ოფისში, 14:30 - 15:15 გაიმართებ შეხვედრა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებთან. 15:15 გაემგზავრებიან სოფ. ნადარბაზევთან, 15:40 - 16:10 საათზე გაიმართება ბრიფინგი ევროკავშირის მონიტორინგის წარმომადგენლებთან, 16:15 გაემგზავრებიან სოფ. ხურვალეთთან მდებარე ადმინისტრაციულ ზოლთან, 16:40 - 17:10 ადმინისტრაციული ზოლს დაათვალიერებენ. 17:10 გამოემგზავრებიან თბილისში.
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)