|
2015-04-04 11:54:01, 541 ნახვა
საზოგადოება
სწრაფი და კომფორტული სახელმწიფო სერვისები შილდაშიც ხელმისაწვდომი იქნება
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სოფელ შილდას ესტუმრა, სადაც საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მოინახულა და პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. მინისტრთან ერთად შილდაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი შიო ხეცურიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაა. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია კაჭრეთის, ყვარელწყლის/დუისის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ხევის, მანგლისის, კოდას, შორაპნის, ნიგოეთის, ჭალადიდის, ჯვრის, ფოკას, ხიდისთავის, ნუკრიანისა და კორბოულის მოსახლეობას. სულ მალე საზოგადოებრივი ცენტრი კაზრეთში გაიხსნება − იუსტიციის მინისტრმა აქ მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი რამდენიმე დღის წინ დაათვალიერა. ამის შემდგომ 200-ზე მეტი სერვისის ადგილზე მიღებას უკვე შილდას მოსახლეობაც შეძლებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)