|
2017-03-19 14:41:12, 1505 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის გამგეობა რაიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს
დიღმის მასივის მე-3 კვარტალში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, იცვლება ამორტიზებული ხელოვნური საფარი, ტერიტორია რკინის კონსტრუქციით იღობება, ხოლო დაზიანებული ინვენტარი ახლით იცვლება. მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაცია მიმდინარეობს ასევე, სკვერებში. დიღმის მასივის მე-3 კვარტლის მე-11, მე-12 და მე-17 კორპუსებთან მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ტერიტორია სრულად ახლდება და რეაბილიტაციის შემდგომ ახალი სანაგვე ურნები, სკამები და საბავშვო ატრაქციონები განთავსდება. საგზაო სამუშაოები ბელიაშვილის N40-ში მიმდინარეობს, სადაც დევნილთა კომპაქტური დასახლებაა. აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა, ამ ეტაპზე ასფალტის ახალი საფარი იგება. მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა, პარლამენტის დიღმის მაჟორიტარ დეპუტატ ილია წულაიასთან ერთად, დაათვალიერა. (NS)
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)