|
2017-03-18 13:27:17, 1516 ნახვა
საზოგადოება
ხარაგაულის თეატრის მსახიობებმა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში სპექტაკლი გამართეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N 5 პენიტენციურ დაწესებულებას ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებისთვის სპექტაკლი ტრაგი-კომედია „დარისპანის გასაჭირი“ ითამაშეს. თეატრალურმა დასმა დავით კლდიაშვილის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ერთ მოქმედებად ითამაშა. სპექტაკლის დასასრულს დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა თეატრის დასს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ მზადყოფნა გამოთქვა მომავალში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ითანამშრომლოს. „ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. გვინდოდა, რომ ჩვენი სპექტალით მსჯავრდებული ქალბატონებისთვის სიხარული მიგვენიჭებინა. დაწესებულებაში ძალიან კარგი აუდიტორია დაგვხვდა. როგორც ვიცი, აქ არიან ქალბატონები შვილებთან ერთად. ჩვენ რეპერტუარში სხვადასხვა სპექტაკლი და ასევე თოჯინების თეატრი გვაქვს, ამიტომ სიამოვნებით ჩავატარებთ მომავალში მსგავს ღონისძიებას“, - განაცხადა ირინე ჩხეიძემ. ღონისძიება ხარაგაულის სახალხო თეატრის ინიციატივითა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია.
(NS)
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)